ლოიდ ოსტინი – შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია
შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს გულთბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა მინისტრ ბურჭულაძეს ასეთი გულთბილი მიღებისთვის, საქართვლოში თავადაცვის მდივნის რანგში ჩემი პირველი ვიზიტისას. შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, – წერს ლოიდ ოსტინი.
Thank you to Minister Burchuladze for extending such a warm welcome on my first visit to Georgia as Secretary of Defense. The United States values Georgia as a strategic partner, and our support for Georgia’s sovereignty and territorial integrity is unwavering. pic.twitter.com/Z2yu8RuNRR
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) October 18, 2021