ლოიდ ოსტინი – რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ვიდრე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებდეს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

15:08, 18.10.2021

რუსეთმა, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც 3+3 ფორმატს ეხებოდა.

„3+3 ფორმატს რაც შეეხება, შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მე უბრალოდ აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, უნდა სცემდეს პატივი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს. ვიდრე ვისაუბრებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა რომ ითანამშრომლონ, გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მსგავსი