აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. როგორც ლოიდ ოსტინმა ერაყის პრემიერ-მინისტრთან, მუჰამედ ალ სუდანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აშშ-ის ძალები მზად არიან, დარჩნენ ერაყში ქვეყნის მთავრობის მიწვევით.
„აშშ გააგრძელებს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებასა და გაფართოებას ერაყის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ამჟამად აშშ-ს ერაყში 2 500 სამხედრო ჰყავს, 900 კი – სირიაში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი ძალების დასახმარებლად.