ლოიდ ოსტინი მომავალ კვირას პენტაგონში იოავ გალანტს შეხვდება
ლოიდ ოსტინი მომავალ კვირას პენტაგონში იოავ გალანტს შეხვდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მომავალ კვირას პენტაგონში ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს უმასპინძლებს.

„ორი ლიდერი განიხილავს მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, მცდელობებს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, მეტი ჰუმანიტარული დახმარების პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობამდე მისასვლელად და გეგმებს, უზრუნველვყოთ მილიონზე მეტი ადამიანის უსაფრთხოება, რომლებსაც რაფაჰში აქვთ თავშესაფარი“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ოსტინმა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

როგორც „სიენენი” წერს, ეს შეხვედრა განცალკევებულია იმ შეხვედრისგან, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა მოილაპარაკეს, რომ ისრაელი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაგზავნის დელეგაციას აშშ-ში, რათა განიხილონ ისრაელის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია რაფაჰში.