ლოიდ ოსტინი – მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის.
ლოიდ ოსტინი წერს, რომ მოხარულია, რათა აქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა.
„დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილი მიღებისთვის. საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა“, – წერს ლოიდ ოსტინი „ტვიტერის“ გვერდზე.
Thank you to PM @GharibashviliGe for the warm welcome. Georgia has consistently and steadfastly supported the U.S. in promoting peace and stability in the region, and I’m glad to have this opportunity to reaffirm our support for Georgia’s sovereignty and territorial integrity. pic.twitter.com/G9tuUAIXHF
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) October 18, 2021