ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ოსტინი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„ახლახან ჩავედი კიევში უკრაინელ ლიდერებთან შესახვედრად. დღეს აქ ვარ მნიშვნელოვანი გზავნილის გადასაცემად – როგორც ახლა, ასევე მომავალში აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – წერს ოსტინი.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. არსებული ინფორმაციით, ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე, „რამშტაინის ფორმატში“ მომდევნო შეხვედრის შესახებ, რომელიც 22 ნოემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.
I just arrived in Kyiv to meet with Ukrainian leaders.
I’m here today to deliver an important message – the United States will continue to stand with Ukraine in their fight for freedom against Russia’s aggression, both now and into the future. pic.twitter.com/1D96aeeACl
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) November 20, 2023