ლოიდ ოსტინი - „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმა მათი შესაძლებლობების მოშლას ისახავს მიზნად
ლოიდ ოსტინი - „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმა მათი შესაძლებლობების მოშლას ისახავს მიზნად

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმა „ჰუსიტების“ „შესაძლებლობების მოშლას ისახავს მიზნად“.

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოსტინი მიმდინარე მოვლენებს საავადმყოფოდან აკვირდება, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

მისივე ინფორმაციით, ოსტინი აქტიურად იყო ჩართული პროცესში და ორჯერ ესაუბრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოპერაციის დაწყებამდე გასული 72 საათის განმავლობაში.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს.