ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა
ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა.

თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ოსტინი შეხვდება ისრაელის სამხედრო ლიდერებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ს ურყევ ერთგულებას ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

მედიის ცნობით, ლოიდ ოსტინი ასევე განიხილავს ნაბიჯებს, რომლებსაც ისრაელი დგამს მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის შესამცირებლად.