ლოიდ ოსტინი - ჩვენ არ წაგვიყენებია რაიმე პირობა ისრაელისთვის აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით, პროფესიონალი სამხედროები არიან და პროფესიონალი ხელმძღვანელობა ჰყავთ, ვიმედოვნებთ, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ის სამხედროები არანაირ პირობებს არ უყენებენ ისრაელს უსაფრთხოების დახმარების თაობაზე.

„ჩვენ არ წაგვიყენებია რაიმე პირობა აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით. ისინი არიან პროფესიონალი სამხედროები, რომლებსაც პროფესიონალი ხელმძღვანელობა ჰყავთ. ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი რაიმე განსხვავებულს გააკეთებენ. მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც საჭიროა ისრაელის მხარდასაჭერად. ვეცდებით, ეს  უმოკლეს დროში მოხდეს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამასთან, ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ უნახავს რაიმე მინიშნება, რომ „ჰეზბოლა“ აგროვებს ჯარს ისრაელის საზღვართან.

შეგახსენებთ, ამერიკამ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. აშშ-ის სამხედრო ტექნიკა ისრაელში 11 ოქტომბერს ჩავიდა.