ლოიდ ოსტინი - ბახმუტის დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა
ლოიდ ოსტინი - ბახმუტის დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა

ქალაქი ბახმუტი უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობისაა, ვიდრე ოპერატიულის და მისი დაცემა არ ნიშნავს, რომ რუსეთმა სამხედრო უპირატესობა მოიპოვა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ქალაქს უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოპერატიული ღირებულება. ბახმუტის დაცემა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე უპირატესობა მოიპოვა“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

ოსტინის თქმით, თუ უკრაინული ძალები ბახმუტიდან დასავლეთით გადაწყვეტენ განლაგებას, ეს არ იქნება აღქმული, როგორც სტრატეგიული უკან დახევა.