ლოიდ ოსტინი - აშშ უზრუნველყოფს, რომ ისრაელმა ირანის საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლოს
ლოიდ ოსტინი - აშშ უზრუნველყოფს, რომ ისრაელმა ირანის საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლოს

აშშ უზრუნველყოფს, რომ ისრაელმა ირანის საფრთხეებისგან თავდაცვა შეძლოს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ირანი საგანგაშო ბირთვულ ნაბიჯებს დგამს და რეგიონულ აგრესიას აგრძელებს. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ მზად არის, გააძლიეროს თავისი სტრატეგიული ურთიერთობა ისრაელთან და აშშ ისრაელის უსაფრთხოებისა და მისი თავდაცვის უფლების ერთგულია.

დახურულ შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე ისაუბრეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.

26 თებერვალს ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას.