ლოიდ ოსტინი - აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად
ლოიდ ოსტინი - აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად

აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„მე ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას დასჭირდება საკუთარი თავისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა და 740 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.