ლოიდ ოსტინი - აშშ-ის ჯარისკაცების მისია იყო გმირული და ისტორიული
ლოიდ ოსტინი - აშშ-ის ჯარისკაცების მისია იყო გმირული და ისტორიული

აშშ-ის ჯარისკაცების მისია იყო გმირული და ისტორიული, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის განმავლობაში 124 ათასი ადამიანის გამოყვანა შეძლო, მათ შორის ექვსი ათასი აშშ-ის მოქალაქის.

ლოიდ ოსტინი „თალიბანის“ სამომავლო მმართველობასაც შეეხო და განაცხადა, რომ „თალიბანი“ ჯერ კიდევ სასტიკი დაჯგუფებაა და მომავალში გამოჩნდება, შეიცვალნენ თუ არა ისინი. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ მომავალშიც იქნება კონცენტრირებული ავღანეთში არსებული „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებაზე და არ გამორიცხავს „თალიბანთან“ თანამშრომლობას ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად.

ლოიდ ოსტინი, აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ დრონებით განხორციელებულ თავდასხმასაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ-ის შეტევა მართლზომიერი იყო.