ლოიდ ოსტინი - აშშ და ავსტრალია შეშფოთებული არიან ჩინეთის მცდელობებით, გავიდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგიდან
ლოიდ ოსტინი - აშშ და ავსტრალია შეშფოთებული არიან ჩინეთის მცდელობებით, გავიდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგიდან

აშშ და ავსტრალია შეშფოთებული არიან ჩინეთის მცდელობებით, გავიდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგიდან, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი ახორციელებს შემაშფოთებელ იძულებას აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით, რის გამოც აშშ გააგრძელებს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას, რადგან ისინი თავს იცავენ ჩინეთის მხრიდან დაშინებისგან.

„ორ ქვეყანას შორის ალიანსი არის ავსტრალიის ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მსოფლმხედველობის საფუძველი“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამთავრობო დელეგაციამ ავსტრალიაში ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა ნავების შეთანხმების, რეგიონული უსაფრთხოებისა და სუფთა ენერგეტიკის შესახებ ისაუბრა.