ლოიდ ოსტინი - არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი
ლოიდ ოსტინი - არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი

ამ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. ვაკვირდებით ჩინეთში მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ჩინეთმა გამოსცადა რაკეტა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის გადაზიდვის უნარი. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?“.

მისივე თქმით, არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და აპირებენ, ყურადღებით ადევნონ თვალი.

„დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ კომენტარს. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩინეთში. მოწინავე შესაძლებლობების განვითარებას, იმ სისტემებს, რომლებიც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას რეგიონში. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.