ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ნაადრევია საუბარი, რა ეფექტს მოახდენს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ნაადრევია საუბარი, რა ეფექტს მოახდენს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ნაადრევია საუბარი, რა ეფექტს მოახდენს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე.

ოსტინის თქმით, უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებები საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალაა.

ამასთან, როგორც ოსტინმა აღნიშნა, პენტაგონი როცა დაფინანსების დამტკიცებას ელოდებოდა, მზად იყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ საჭირო საბრძოლო მასალა უკრაინისთვის.

„რთულია დროის უკან დაბრუნება, თუმცა ვთვლი, რომ ამ დახმარების გარეშე უკრაინისთვის ძალიან რთული იქნება თავის დაცვა იმ უდიდესი ძალისგან, რომელიც რუსებს აქვთ“, – ამბობს ოსტინი.

თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან ომში მიღებული დანაკარგების შემდეგ ჩრდილოეთ კორეისა და ირანის დახმარებებმა რუსეთს საშუალება მისცა, ფეხზე წამომდგარიყო. ოსტინის თქმითვე, ჩინეთი რუსეთს სამხედრო ინდუსტრიის დალაგებაში დაეხმარა.

„რუსეთი ზრდის სამრეწველო წარმოებას, თუმცა ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის დახმარების გარეშე, სავარაუდოდ, ეს არ მოხდებოდა ისე, როგორც მოხდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ სწორ არხებს, რათა განვაცხადოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება ჩინეთის და სხვების მიმართ, ვინც რუსეთს ამგვარ მხარდაჭერას უწევს“, – აღნიშნა ოსტინმა.