ლოჩოშვილმა ისევ მაღალი შეფასება მიიღო - ბერიძე-კობოურის „უიპეშტმა“ ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ლოჩოშვილმა ისევ მაღალი შეფასება მიიღო - ბერიძე-კობოურის „უიპეშტმა“ ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილისნიურნბერგმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.

საქართველოს ნაკრების მცველი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და, ტრადიციულად, მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7,7 ქულა. ამ მოგებით „ნიურნბერგი“ მე-8 ადგილზე გადავიდა და სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე ბუნდესლიგის პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა.

დანიის სუპერლიგაში ლუკა ლაცაბიძის და გიორგი ტაბატაძის „ვეილე“ „რანდერსს“ ესტუმრა და 0:2 წააგო. ქართველებიდან განაცხადში ლაცაბიძე იყო, მაგრამ სადებიუტო თამაში ვერ ჩაატარა. ტაბატაძე კი ტრავმის გამო ისვენებს.

დავით კობოურის და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი „დებრეცენი“ მიიღო და 1:0 სძლია. ორივე ქართველი სათადარიგოებში იყო, ბერიძე კი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.

მოგებამ „უიპეშტი“ (26 ქულა) მე-8 ადგილზე აიყვანა.