ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა - ლუკამ „სალერნიტანაში“ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
სომხეთის ნაკრებთან პირველ შეხვედრაში დაშავებული ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ქართველი მცველი მოედანს „სალერნიტანას“ ფორმით დაუბრუნდა. ლუკას გუნდი „პალერმოსთან“ 1:2 დამარცხდა.
იტალიის სერია B-ს 31-ე ტურში „სალერნიტანამ“ საკუთარ სტადიონზე მოტივირებულ „პალერმოს“ უმასპინძლა, რომელიც სერია A-ში დაწინაურებისთვის იბრძვის და პლეი ოფის ზონაშია. ლუკა ლოჩოშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
„პალერმო“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მართალია, 90+1-ე წუთზე ამატუჩიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „სალერნიტანამ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა და 31 ტურის შემდეგ 30 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზეა.