ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „ჰანოვერი“ დაამარცხა, საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში გამოჩნდა #1TVSPORT
ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „ჰანოვერი“ დაამარცხა, საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში გამოჩნდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილისნიურნბერგმა“ მეორე ბუნდესლიგაში „ჰანოვერი“ მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

მიროსლავ კლოზეს გუნდმა საშემოდგომო ეტაპი ცხრილში მე-8 ადგილზე დაასრულა. სეზონს კი გუნდი 17 იანვარს „ელფსბერგთან“ საშინაო შეხვედრით განაახლებს.

საბა საზონოვი იტალიის სერია A-ში, „ტორინოს“ განაცხადში დაბრუნდა და მართალია, „სასუოლოსთან“ არ უთამაშია, მაგრამ იმედი გაჩნდა, რომ ცენტრალური მცველი ტრავმის შემდეგ მოედანს მალე დაუბრუნდება.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგაში „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა და თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ქართველის გუნდი სეზონს 3 იანვარს „ელჩესთან“ გასვლითი მატჩით განაახლებს.