ლოჩოშვილის „კიოლნი“ „ჰამბურგთან“ დამარცხდა, წიტაიშვილის „რაიო ვალეკანომ“ გასვლაზე ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ ბუნდესლიგაში „ჰამბურგს“ ესტუმრა და დაძაბული დაპირისპირება 1:2 დათმო.
ქართველი მცველი მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ჰამბურგმა“ ანგარიში კაპალდოს (44) მიერ გატანილი ბურთით გახსნა, პოულსენმა (51) მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი „კიოლნმა“ აჩეს (90) ზუსტი დარტყმით დააფიქსირა.
გიორგი წიტაიშვილის „რაიო ვალეკანო“ ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში გასვლაზე „ოსასუნას“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ნაკრების მოთამაშე სტუმართა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა.