ლოჩოშვილის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - „ნიურნბერგი“ გასვლაზე „ელვერსბერგთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ლოჩოშვილის დებიუტი მეორე ბუნდესლიგაში - „ნიურნბერგი“ გასვლაზე „ელვერსბერგთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ლუკა ლოჩოშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ნიურნბერგში“, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „ელვერსბერგს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მიროსლავ კლოზეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და „ელვერსბერგის“ წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, მისი თამაში კი 7,1 ქულით შეაფასეს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მეორე ბუნდესლიგა ლოჩოშვილისთვის მეშვიდე ლიგაა. აქამდე ლუკას უთამაშია საქართველოს ეროვნულ ლიგაში, უკრაინის ახალგაზრდულ და სლოვაკეთის ეროვნულ ჩემპიონატებში, ავსტრიის ბუნდესლიგაში, იტალიის სერია A-სა და B-ში.