ლობჟანიძე და კანკავა ტურის სიმბოლურში არიან
ლობჟანიძე და კანკავა ტურის სიმბოლურში არიან

ყაზახურმა სპორტულმა გამოცემა „სპორტსმა“ პრემიერლიგის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჯაბა კანკავა დაასახელა.

კოსტანაისტობოლმა“ ბოლო ტურში „აკჟაიკთან“ შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა 1:1.

ყაზახურმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუნდში საუკეთესოდ მიიჩნია და აღნიშნავს: „კანკავას ბრალი არ იყო, ერთ-ერთი ლიდერი „ტობოლი“ მხოლოდ ფრეს რომ დასჯერდა. როგორც ყოველთვის, კანკავამ მოედანზე უდიდესი მოცულობის სამუშაო გაწია და ნახევარდაცვის ხაზში სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი გახლდათ“.

რანდერსის“ ქართველ შემტევ საბა ლობჟანიძეს კი „სონდერისკესთან“ ჰეთ-თრიქი დაუფასეს – 23 წლის ქართველი დანიის სუპერლიგის 31–ე ტურის სიმბოლურში გამოცემა tipsbladet.dk-მ შეიყვანა.

„ჩვენი გამოცემის ყურადღება ქართველმა ინდივიდუალური გაბრწყინებით დაიმსახურა. ის „რანდერსში“ საუკეთესო იყო. საბა იგივე პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც დანიის ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ შემტევი ვიკტორ ფიშერი. „რანდერსის“ ფეხბურთელმა 31-ე ტურში არანაკლებ ჩინებული თამაში ჩაატარა. საერთოდ, ის გაზაფხულიდან საუკეთესოდ ფორმაშია“ – წერს tipsbladet.dk.