დაკავებული მწყემსის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს
დაკავებული მწყემსის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა იურისტი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

„შევხვდი და ვესაუბრე ბრალდებულს. მას განსხვავებული პოზიცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციისგან. სხვა დეტალების თქმის უფლება ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ მომცა. ახლა  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით”, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში მურმან ნიკოლეიშვილი.