წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მძევლის გათავისუფლების მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მძევლის გათავისუფლების მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთ სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა.

როგორც პირველი არხთან ადგილობრივები ყვებიან, სპეცოპერაცია  დაახლოებით 07:00 საათზე დაიწყო და  ხუთი საათი გაგრძელდა, შედეგად სახლიდან მძევალი გაათავისუფლეს.

„ხმაური და სროლა არ ყოფილა. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრეს, რომ ძევლად აყვანილი ახალგაზრდა უვნებლად გამოყვანეს. სახლი მიტოვებულია და ბოლო შვიდი წელია, არავის უცხოვრია“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ირინა ჩეჩელაშვილმა.

როგორც სოფელში ამბობენ, სახლში არც ბოლო დღეებში შეუნიშნავთ ვინმე.

ადგილობრივების თქმით, სოფელში პოლიციის 40-მდე მანქანა იყო მობილიზებული.