თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, ლარიც უფასურდება
თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, ლარიც უფასურდება

თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, ლარიც უფასურდება. Bloomberg-ის მონაცემებით, დოლარის ფასმა 2.52 ლარის ნიშნულს გადააჭარბა.

ლარის კურსი გაუფასურებულია სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში. მაგალითად, „თიბისი ბანკის“ ვებგვერდის მონაცემებით, დოლარის გაყიდვის კურსი არის 2.49 ლარი, დოლარის ყიდვა კი, 2.58 ლარად არის შესაძლებელი. „საქართველოს ბანკში“ კი, 1 დოლარის გაყიდვა 2.49 ლარია, ხოლო ყიდვა – 2.57 ლარი.

ბოლო დღეებში შეიცვალა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსიც. თუ პირველი აგვისტოს მდგომარეობით დოლარის ფასი 2.4484 ლარი იყო, 9 აგვისტოს საშუალო კურსმა 2.4687 ლარი შეადგინა.

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურებულია. 1 დოლარის ფასმა ვაჭრობისას 6 ლირას გადააჭარბა. ბოლო ერთ წელიწადში მინიმალურ ნიშნულზეა რუსული რუბლიც – დოლარის ღირებულება 66 რუბლს აჭარბებს.