თეა წულუკიანი - მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირისადმი კითხვები თუ დაისმება, ყველა ვალდებულია, უპასუხოს 
თეა წულუკიანი - მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირისადმი კითხვები თუ დაისმება, ყველა ვალდებულია, უპასუხოს 

მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირისადმი კითხვები თუ დაისმება, ის გამომძიებელმა უნდა დასვას და ყველა ვალდებულია, პასუხი გასცეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარება.

მისი თქმით, ყველა ადამიანი სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით.

„მე არ მაქვს არანაირი საფუძველი და ვერ მექნება, რომ დღეს ვისაუბრო რამე ტიპის გარიგებებზე და დანაშაულზე. ყველა ადამიანი ვსარგებლობთ უდანაშაულობის პრეზუმფციით. მე არ გახლავართ არც პროკურორი, არც გამომძიებელი. ამისთვის, არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები. კითხვები თუ დაისმება, ნებისმიერი წარსულში თუ მოქმედი თანამდებობის პირისადმი, ეს კითხვები უნდა დაისვას, კითხვები უნდა დასვას გამომძიებელმა და ჩვენ ვალდებული ვართ, გავცეთ ხოლმე გამომძიებლის დასმულ კითხვებს პასუხები“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.