თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

აქცია ახალგაზრდების მიერაა ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა ყოფილი საელჩოს წინ სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს და აგვისტოს ომის ამსახველი, ასევე ომის დროს დაღუპულთა ფოტოები გამოფინეს.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ავიაციამ დაბომბა სოფლები, პორტი და სამხედრო ბაზები. ასევე, ჭურვები ჩამოვარდა ქალაქ გორის ცენტრში. აგრესიას ემსხვერპლა როგორც ქართველი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათი შეფასებით, აღნიშნული შეირაღებული კონფლიქტი მხოლოდ ერთი ფურცელია ომის ისტორიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს.

აქციის მონაწილეებმა საუბრისას მცოცავ ოკუპაციაზე მავთულხლართების დამონტაჟებაზე, სოფლების მიტაცებაზე, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილს მკვლელობებზე, მოქალაქეთა გატაცებებზე გაამახვილეს ყურადღება.

ახალგაზრდებმა წარწერებით – „რუსეთი ოკუპანტია“, „ყურადღება, ეს არაა საზღვარი! ეს მავთულხლართია“, „STOP RUSSIA“, „გახსოვდეს შენი ისტორია“ აქციაზე ​ტრანსპარანტებიც მიიტანეს.