თბილისში ლიბანის საპატიო საკონსულო გაიხსნება
თბილისში ლიბანის საპატიო საკონსულო გაიხსნება

თბილისში საპატიო კონსულის მეთაურობით ლიბანის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულება გაიხსნება.

კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანხმობა აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასცა. მამუკა ბახტაძემ შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის 1993 წლის 1 აპრილს დამყარდა. ლიბანში საქართველოს ელჩის რეზიდენცია იორდანიის დედაქალაქ ამანშია. საქართველოში ლიბანის ელჩის რეზიდენცია კი, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარეობს.

ამასთან, საქართველოს ლიბანში საპატიო კონსული უკვე ჰყავს. ამ დიპლომატიური სტატუსით მარსელ დავიდ ხუზამი სარგებლობს.

დატოვე კომენტარი