საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.

საგანგებო სიტუციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე კი, პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს.

ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში.

„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური.