სავალუტო ფონდი – საქართველოში ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია, რაც განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება

10:46, 06.11.2018

კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ახალი ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია სხვა რეგიონებზე, მათ შორის აფრიკის სახელმწიფოებზე. თუმცა, ამ კუთხით გამონაკლისი საქართველოა, – ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“.

„საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში და ბოლო წლებში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგია ახალი ბიზნესის გახსნის სტაბილურად მაღალი მაჩვენებელი, ასევე კერძო ინვესტიციების დონე, რომელიც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს აღემატება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, სადაც საქართველოში ახალი ბიზნესის გახსნის მაჩვენებელი აღემატება როგორც რეგიონის, ისე განვითარებული ქვეყნების სტატისტიკას.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, სექტემბერში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4 071 შეადგინა.

მსგავსი