სასამართლო ნარკოდანაშაულის გამო დაკავებული ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო ნარკოდანაშაულის გამო დაკავებული ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს მიერ ნარკოდანაშაულის გამო დაკავებული ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

ბრალდების მხარე დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი, გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

საქმის პროკურორის განცხადებით, ყველა დაკავებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

შსს-ის ინფორმაციით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკომომხმარებლებში „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისსა და კახეთში ხით პირი დააკავეს –  1994 წელს დაბადებული ზ. ლ, 1992 წელს დაბადებული რ. ე, 1997 წელს დაბადებული ქ. შ, 1997 წელს დაბადებული ა.ლ. და 1998 წელს დაბადებული მ.გ.