საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია

საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, აზერბაიჯანი (343.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ. აშშ დოლარი) არიან.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა.

საექსპორტო ათეულია: აზერბაიჯანი – 342 983.4 აშშ დოლარი; რუსეთი – 314 684.0 აშშ დოლარი; სომხეთი  – 199 237.3 აშშ დოლარი; თურქეთი – 194 615.3 აშშ დოლარი; ბულგარეთი – 179 687.8 აშშ დოლარი; ჩინეთი – 162 804.2 აშშ დოლარი; აშშ  – 126 859.9 აშშ დოლარი; უკრაინა – 116 560.4 აშშ დოლარი; ყაზახეთი – 61 781.9 აშშ დოლარი; შვეიცარია – 57 458.0 აშშ დოლარი

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს – 375.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 279.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე  – ფეროშენადნობები, 271.9 მლნ. აშშ დოლარი (11.1 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სიგარების, სიგარეტებისა და სიგარილების ექსპორტმა 100 მილიონ 461 ათასი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 4.1%-ია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნიდან  სიგარების, სიგარეტებისა და სიგარილების ექსპორტი 465%-ით არის გაზრდილი. სიგარეტის ექსპორტის უდიდესი წილი რეექსპორტზე მოდის.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება.საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 13.2 პროცენტითაა გაზრდილი.