დავით ზალკალიანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ. სამმხრივი შეხვედრის ფორმატში მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი თურქული მხარის მიწვევით, ასევე დაესწრება სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები მიიღებენ მონაწილეობენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.