„საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება 2019 წელს იგეგმება
„საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება 2019 წელს იგეგმება

„საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება 2019 წელს იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მთავრობა ამ გარიგების შედეგად რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.

„კომპანია, რომელიც შეიძენს „საქართველოს ფოსტას“, აიღებს ვალდებულებას ე.წ. უნივერსალურ მომსახურებაზე. აქ იგულისხმება, რომ წერილი უნდა მიეწოდოს საქართველოს ნებისმიერ წერტილში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ეს იქნება ღია აუქციონი. დასახელდება პირობები, სადაც შემოვლენ კომპანიები. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაციაც“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.