სამართალდამცველებმა თბილისში ე.წ. მაინერები ამოიღეს, რომლითაც სავარაუდოდ ელექტროენერგიის უკანონოდ დაუფლება ხდებოდა

18:45, 31.07.2018

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად მოქალაქე გ.ს-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები ამოიღეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული ე.წ. მაინერების საშუალებით ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.

ნივთმტკიცებების ამოღება გამოძიების ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც შსს-ს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილება  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ.

 

მსგავსი