სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება
სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება

ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები, – ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ინაუგურაციის შემდეგ შევა თუ არა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორბელიანების სასახლე ბევრად უფრო ევროპული ყაიდისაა.

„ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები.  თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლე თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარეობს.

აღნიშნული კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის  შემდეგ გააკეთა.