ქუთაისში სახელწოდებით „იმოქმედე კლიმატისთვის“ აქცია-მსვლელობა გაიმართა
ქუთაისში სახელწოდებით „იმოქმედე კლიმატისთვის“ აქცია-მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში სახელწოდებით – „იმოქმედე კლიმატისთვის“ აქცია-მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეთა განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტი ბუნებრივი კატასტროფა ფიქსირდება. მეცნიერები კი, ამტკიცებენ, რომ ამინდების მკვეთრი გაუარესება კლიმატის ცვლილებების შედეგია, რაც უფრო მეტ წიაღისეულს და საწვავს ხარჯავს კაცობრიობა, მით უფრო ცხელდება დედამიწა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, კლიმატის ცვლილებების შეჩერების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, რისთვისაც საჭიროა წიაღისეულის მოპოვებისა და ამ მიზნით ღონისძიებების დაფინანსების დაკრძალვა, ასევე, 100 პროცენტით განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა.

მსვლელობის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივი პოლიტიკის პრიორიტეტი გახდეს.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“-სა და „350.org-საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა.