პარიზში საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 10 ადამიანი დაშავდა
პარიზში საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე 10 ადამიანი დაშავდა

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის აქციაზე მომხდარი არეულობის დროს 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამი სამართალდამცველია.

რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში საწვავის ფასების მომატებასთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციაზე არეულობა მოხდა. აქტივისტები ელისეის მინდვრებზე პოლიციის კორდონების გარღვევას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა კი, მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. არეულობის დროს პოლიციამ სულ 24 პირი დააკავა.

საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. აქტივისტები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ. 2018 წელს საფრანგეთში ბენზინის ფასი 15 პროცენტით, ხოლო დიზელის 23 პროცენტით გაიზარდა. საწვავზე ფასების მომატება პირველი იანვრიდანაც იგეგმება.