ახმეტის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 922 ხმით მოუგო
ახმეტის საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს 922 ხმით მოუგო

პანკისის ხეობის ხუთივე საარჩევნო უბანზე, წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

„საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში პანკისის ხეობის ხუთივე საარჩევნო უბანზე, წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მან ხეობაში 800 ხმით მეტი მიიღო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ“, – განუცხადა პირველ არხს ახმეტის N18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მინდია იუკურიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტაში ხმათა 52,80 პროცენტი მიიღო, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 47,16 პროცენტი. 922 ხმით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი ახმეტის საარჩევნო ოლქში. 29 უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 21 უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.