ოთარ კახიძე თეა წულუკიანს მიმართავს, საპროკურორო საბჭოს სხდომა ღია იყოს
ოთარ კახიძე თეა წულუკიანს მიმართავს, საპროკურორო საბჭოს სხდომა ღია იყოს

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია იყოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, 11 ივლისს გაიმართება.

„იმ ფონზე, როდესაც არსებობს სრული უნდობლობა პროცესის მიმართ, რომელსაც წარმართავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გაიხსნას საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავად იხილოს, თუ რა პროცესი გაიმართება სხდომაზე და რა კრიტერიუმებით აპირებს ხელისუფლება მთავარი პროკურორის შერჩევას. „ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისი კანდიდატის გაყვანას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წინაშე მოხდეს პროცესის დემონსტრირება.

როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, მივმართავ საბჭოს თავმჯდომარეს, 11 ივლისის სხდომა იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად  შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი  შეირჩნენ. საპროკურორო საბჭოს კანდიდატები იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ გასული კვირის ბოლოს წარუდგინა.