„Open Media ჰაბი“ ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს  
„Open Media ჰაბი“ ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს  

„Open Media ჰაბი” ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს, რომელიც განკუთვნილია ტელე და ონლაინვიდეო ჟურნალისტებისთვის საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან.

კონკურსის მონაწილეებმა თავიანთ ქვეყანაში მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე – კორუფცია, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დარღვევები, საგამოძიებო რეპორტაჟები უნდა წარადგინონ.

კონკურის ორგანიზატორების განცხადებით, შერჩეულ კანდიდატურებს, პროდაქშენის პროცესში დახმარებასთან ერთად, თანამშრომლობას სამომავლოდაც შესთავაზებენ. სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრისთვის მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროექტები ევროპულ მედიას შემოდგომაზე ბერლინში წარუდგინონ, რითაც რეპორტაჟების დაფინანსების შესაძლებლობაც გაიზრდება.

კონკურსზე მიიღება შემდეგი წინადადებები – მაუწყებლებისთვის: 12 წუთიანი (სასურველია), ან 26-დან 52 წუთამდე ვიდეო; ონლაინ: Long Read, ვებდოკუმენტების პროექტი, პროფილი; სამაუწყებლო და ონლაინ ფორმატების კომბინაცია.

კონკურსში მონაწილეობა კი, შეუძლიათ საინფორმაციო საშუალებებს (ტელევიზიები, ონლაინსააგენტოები); ჟურნალისტურ ორგანიზაციებს (ასოციაციები, ფონდები), თუ დაადასტურებენ, რომ მომზადებული მასალა გამოქვეყნდება მოქმედი მედიასაშუალების მიერ; აუდიო-ვიზუალურ პროდაქშენებს; ჟურნალისტებს, რომლებსაც შეუძლიათ, ზემოაღნიშნული ორგაზაციების სახელით იმოქმედონ.

ამასთან, გამონაკლისის სახით, კონკრეტულ შემთხვევებში, „ღია მედიაჰაბს“ შეუძლია, ჟურნალისტებსა თუ ტელეპროდიუსერებს ინდივიდუალურად, წარმომადგენლობითობის გარეშეც მისცეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლობლობა. მსგავს შემთხვევებში, აუცილებელი არ იქნება, მონაწილე რომელიმე მედიასაშუალებას წარმოადგენდეს. შესაბამისად, თუ კონკურსში მონაწილეობას იღებენ ბლოგერები, ვიდეობლოგერები და მოქალაქე ჟურნალისტები, მათ უნდა დაასაბუთონ, რა უდიტორიაზე აქვთ და ექნებათ წვდომა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დაფინანსება ფორმატის, მაგალითად, ქრონომეტრაჟის შესაბამისად, მაქსიმუმ 8 000 ევროთი განისაზღვრება: ონლაინმასალა, Long Read – მაქსიმუმ  – 1 500 ევრო; 12 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი + სოციალური მედიის სამი პროდუქტი + ერთი ონლაინ მასალა, Long Read – 5 000 ევრო; 26 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი – 4 500 ევრო; 52 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი – 8 000 ევრო.

კონკურსზე ერთ აპლიკანტს რამდენიმე წინადადების წარდგენაც შეუძლია, „ღია მედიაჰაბის“ გასულ კონკურსებში მონაწილეობის ჩათვლით.

ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, საგარანტიო წერილი, ბიუჯეტი, მონაწილის დოკუმენტი და რისკების შეფასების ფორმა შევსებულ ონლაინფორმასთან ერთად ინდა იქნეს წარდგენილი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 2018 წლის 19 აგვისტოა. შედეგები 2018 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ: www.openmediahub.com/opencalls/FAQs 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.openmediahub.com/opencalls

შეკითხვებით მოგვმართეთ აქ: [email protected]