ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მდინარე ენგურთან ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მდინარე ენგურთან ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მდინარე ენგურთან ე.წ. საბაჟო პუნქტების გახნას გეგმავს.

სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ენგურის მხრიდან ტვირთბრუნვის პროცესის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს და პროდუქცია უნდა დაფიქსირდეს.

„საქონელი, რომელიც აფხაზურ მხარეს გადადის, ჩვენ ბაზარზე სადემპინგო პირობებს ქმნის. ჩვენი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი გახდა. საქართველოდან შესული პროდუქცია უფრო იაფია, რადგან საზღვარზე პროცედურები არ არსებობს. ომის შემდეგ საბაჟო გადასახდები დაწესდა, რომელიც შემდეგ გაუქმდა. რატომ უნდა გამდიდრნენ კერძო პირები და სახელმწიფომ დანაკარგები განიცადოს“, – აღნიშნა ხაჯიმბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ლიდერის თქმით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და გაძლიერება უახლოეს მომავალში იგეგმება.