მაშველებმა მწვერვალ უშბადან ორი ცხედარი ჩამოასვენეს

19:29, 24.08.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მწვერვალ უშბადან ორი ცხედარი ჩამოიტანეს.

ორი დაუდგენელი პირის ცხედარი მყვინვარწვერიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს.

​მყვინვარწვერზე ცხედრების აღმოჩენის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 23 აგვისტოს მიიღო.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შესულა. შესაბამისად, მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

მსგავსი