მამუკა მდინარაძე – პარლამენტში სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მოსვლა პრობლემა არ არის

12:09, 16.10.2018

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თუ სხვა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების პარლამენტში მოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, ხომ არ დაიბარებენ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიას.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გავრცელებულ ჩანაწერზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა შედეგებს უნდა დაელოდოს.

„არანაირი პრობლემა არ არის გიორგი გახარია თუ სამართალდამცავი უწყებების ნებისმიერი წარმომადგენელი, მოვიდეს პარლამენტში. დაველოდოთ გამოძიებას და შევხედოთ, რა შედეგები დაიდება. პარლამენტი თავისი ფუნქციის შესრულებაზე უარს არასდროს იტყვის. ეს არ არის პარლამენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა ნოტარიუსის სახით წარმოდგენილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი