მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ ანგელა მერკელის ვიზიტი პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს
წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც, ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც.
ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი პირველ შეხვედრას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართავს.