მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას
მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარება გრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას. წელს ზამთრის პერიოდში, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში, გათბობის უზრუნველყოფის მიზნით,  მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ბენეფიციარისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი თანხა და ამავე დროს, გაგრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება 2018-2019 წლებში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.