მაღალმთიან დასახლებებში პენსია 240 ლარი იქნება

14:13, 11.10.2018

მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში პენსია მომავალი წლის პირველი იანვრიდან 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს.

პენსიის ზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

დასახლებებში, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსით არ სარგებლობენ, პენსია 200 ლარამდე იზრდება.

მსგავსი