ლიეტუვამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვები დააწესა
ლიეტუვამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვები დააწესა

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შედეგად, ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია შეყვანილი, შეზღუდვებს დაექვემდებარა.

ლიეტუვის შესაბამის სამსახურს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა.