ისნის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე 8 129 ამომრჩეველმა მისცა
ისნის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე 8 129 ამომრჩეველმა მისცა

თბილისში, ისნის რაიონში, N5 საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ხმა უკვე მისცა 8 129 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 7.25 პროცენტია. ისნის რაიონში სულ რეგისტრირებულია 112 187 ამომრჩეველი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ისნის რაიონში ამ ეტაპზე ერთი საჩივარი დაიწერა, რომელიც 58 საარჩევნო უბნიდან კომისიის თავმჯდომარის მიერ დამკვირვებლის გაძევებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.