ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, რუსეთის მიდგომა არ იცვლება
სამწუხაროდ, რუსეთის მიდგომა არ იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, თუმცა რუსეთი ჩვენ პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ვხედავდით ჩვენ წინა წლების განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.